09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ მინსკში აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება“-ფედერიკა მოგერინი

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ მინსკში აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება“-ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული დებატები არ ნიშნავს ევროკავშირის კურსის ცვლილებას რუსეთთან მიმართებაში. მოგერინის თქმით „ისინი ვინც დღეს აზრთა სხვადასხვაობას ელოდნენ, იმედგაცრუებულები დარჩებიან.“

განცხადება რუსეთ უკრაინის კონფლიქტზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ იმ ძალადობის ფაქტების ფონზე რაც ამჟამად უკრაინაში ხდება, ევროკავშირის წარმომადგენლებს არ გასჩენიათ მოსაზრება, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები შემსუბუქდეს.

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმებას - ასეთია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პოზიცია.

ინტენსიური იერიშების ფონზე  კი უკრაინას მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების დელეგაცია ეწვევა. ისინი ადგილზე შეისწავლიან ვითარებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაწევის საკითხზეც იმსჯელებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები