03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
არასამთავრობოები შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანონ-პროექტს შუღლის გაღვივებისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორი აღნიშნავს, რომ ცვლილება პირველ რიგში ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც გარანტირებულია სიტყვის და აზრის თავისუფლება.

„თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ის განწირულია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს,“ - ამბობს გიორგი გოცირიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებული იქნეს მედიის წინააღმდეგ ანგარიშსწორების იარაღად, მითუმეტეს, რომ ის ითვალისწინებს იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

აღნიშნული კანონპროექტით დასჯადი ხდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ასევე, მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით.

ცვლილება ითვალისწინებს სანქციებს კერძო და იურიდული პირებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგნებისთვის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები