09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ანტი-ისლამურმა აქციამ დანიაში კონტრაქციის ფონზე ჩაიარა

გერმანიის შემდეგ ანტი-ისლამისტურმა აქციამ დანიაში გადაინაცვლა. კოპენჰაგნში ეროვნული დროშებითა და ჩირაღდნებით ხელში ორასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობა აგრესიულ რელიგიურ მოძრაობას გმობს.

აქციის პარალელურად, იმავე ქუჩაზე რასიზმის მოწინააღმდეგეების კონტრ-აქცია გაიმართა, სადაც ნაციონალისტების ამგვარ გამოსვლებს აპროტესებდნენ. ორივე შეკრებამ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიარა.

დღის ამბები