03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
საპროტესტო აქცია სტამბოლში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

სამართალდამცველებთან დაპირსპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია სტამბოლის ცენტრში. ათასობით ადამიანი ეროვნებით სომეხი ჟურნალისტის, გრანტ დინკის მკვლელობიდან 8 წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბა.

პოლიციამ 20-მდე დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის გეგმის შესახებ სრულ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ ძალოვან სტრუქტურებში.

აქცია დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით თურქეთში ყოველ წელს იმართება. 

დღის ამბები