09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ცრუ განგაში ნიუ-იორკში და ევაკუირებული თვითმფრინავები

განგაში ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში. ადმინისტრაციაში ანონიმმა დარეკა ერთ–ერთი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეატყობინა.

გაირკვა, რომ ორი სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ რეისს ერთიდაიგივე ნომერი ჰქონდა, ამიტომ უსაფრთხოების სამსახურმა ორივე თვითმფრინავი შეამოწმა. ერთი თელავივში მიფრინავდა, მეორე კი სან ფრანცისკოდან მიფრინავდა და ანონიმმა სწორედ მისი დაშვების დროს დარეკა.

ორივე ბორტიდან მგზავრები გაიყვანეს, საეჭვო ნივთი კი არცერთ ლაინერში არ აღმოჩნდა. 



დღის ამბები