03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
მეშვიდე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ

სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებასთან პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და იქ არსებული პირობები გააპროტესტეს. მომიტინგეები მსჯავრდებულებისთვის პირობების გაუმჯობესებას და სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.

როგორც პატიმრების ახლობლები ჰყვებიან, მძიმე მდგომარეობას მსჯავრდებულები შიმშილობით აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად მე-8-ე დღეა, უკვე 6 პატიმარი შიმშილობს.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიც" შეუერთდა.

ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმაც ისაუბრა.

„ამ პატიმართა პირობები არ შეესაბამება არათუ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ საქართველოს კანონმდებლობით არსებულ სტანდარტებსაც კი და ამაზე არის საუბარი სახალხო დამცველის თითქმის ყველა მოხსენებაში,“ - ამბობს გელა ნიკოლეიშვილი. 

დღის ამბები