09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ტერორისტების მუქარა იაპონიას და გატაცებული მძევლები

ევროპის შემდეგ აზია. ტერორისტები ამჯერად იაპონიის მთავრობას ემუქრებიან და გატაცებული მძევლების გათავისუფლებისთვის 200 მილიონ დოლარს ითხოვენ. 

ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჩანს მებრძოლი, რომელიც მასთან ერთად მყოფი იაპონელი მძევლების დახოცვით იმუქრება. 

ტერორისტი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერის გამო იაპონიის მთავრობასაც აკრიტიკებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კი მძევლების გათავისუფლების პირობას დებს. 

 

 

დღის ამბები