03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
"არ გადასცეთ კადიევი რუსეთს!" - აქცია თბილისში

”არ გადასცეთ კადიევი რუსეთს!” - ამ მოთხოვნით "აფხაზთა კრებისა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.

ისინი მიკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ, რაც, მათივე განმარტებით, ავტომატურად გამორიცხავს პატიმრის ექსტრადიციას რუსეთში.

აქციის მონაწილეებს სამინისტროში უპასუხეს.

დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კადიევის რუსეთში საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ საქართველომ მას დევნილის სტატუსი არ მიანიჭა. 

დღის ამბები