09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
"სავარაუდოდ, ეს დანაშაული იგივე პირებმა ჩაიდინეს, რომლებმაც ჩაიდინეს მისი შვილის მიმართ დანაშაული - შალვა შავგულიძე

დეპუტატებს იური ვაზაგაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ამის შესახებ დღეს, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წევრი დეპუტატები საუბრობდნენ.

ეკა ბესელია იური ვაზაგაშვილთან ბოლო საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

„ვიცი, რომ იყო შეხვედრა მასსა და მთავარ პროკურატურაში ხელმძღვანელ პირებს შორის და მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გამოძიება ძალიან მალე დადებდა კონკრეტულ შედეგებს. გამოძიების ტემპიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, დასასრულს უახლოვდებოდა და არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიების გააქტიურებას უკავშირდებოდეს ეს ფაქტი. მე პირადად არ მჯერა, რომ ეს არის თვითმკვლელობა,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

„არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა იგივე პირებმა, რომლებმაც ჩაიდინეს მისი შვილის მიმართ დანაშაული,“ - ამბობს შალვა შავგულიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარს "საზარელ მკვლელობას" უწოდებენ და წარსულს იხსებენ.

"გაჟღერდა ვერსია, რომ შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რომ დროულად იქნას საქმე გამოძიებული და სამწუხაროა, რომ ბრუნდება ის დრო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი იყო," - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

სპეციალურ განცხადებას ავრცელებს “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“, რომლის ხელმძღვანელებთან ვაზაგაშვილების ოჯახს სპეცოპერაციაში მონაწილეობის გამო პრეტენზიები აქვთ.

ორგანიზაცია ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გარემოებების უსწრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები