09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
"მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა ჩემზე ახალ საქმეს კერავს," - გიგი კალანდაძე

გენერალი გიგი კალანდაძე გადაცემა "არჩევანში" აცხადებს, რომ მასზე პროკურატურა ახალ საქმეს "კერავს".

ამის შესახებ გიგი კალანდაძემ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.  

მისი თქმით, მას საქართველოს მოქალაქეობა ჯერჯერობით არ დაუტოვებია და ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. თუმცა, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებენ.

გადაცემა "არჩევანში" გიგი კალამნდაძემ აღნიშნა, რომ საქრათველოში საკუთარი მამის გასვენებაში ვერ ჩამოვიდა, რადგან „სანდო წყაროდან მქონდა ინფორმაცია, რომ ახალი წლების შემდეგ ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ. იბარებდნენ მოწმეებს და ამიტომ ვერ ჩამოვედი მამის გასვენებაში.“

დღის ამბები