09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
"დღევანდელ მთავრობას ძალიან უნდა, რომ უკრაინელებმა გამოთქვან პროტესტი, მაგრამ ეს ასე არ არის," - ხატია დეკანოიძე

„სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა” ახალი თაობის პოლიტიკოსებს და ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს ამზადებს.

ამის შესახებ გადაცემა "არჩევნაში" ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა სკოლის სპეციფიკასა და ლექტორებზე, რომლებიც საქართველოს რეფორმების შესახებ უკრაინელებს მოუყვებიან. მათ შორის იქნებიან სერგი კაპანაძე, ეკა ტყეშელაშვილი და ბათუ ქუთელია.

რაც შეეხება უკრაინელების შესაძლო გაღიზიანების საკითხს თანამდებობზე უცხოელების დანიშვნის გამო, ხატია დეკანოიძის მტკიცებით, მთავრობაში ამდენი ქართველის დანიშვნით უკრაინელები არ გაღიზიანებულან. 

"დღევანდელ მთვარობას ნამდვილად უნდა, რომ ეს პროტესტი ვინმემ მაინც გამოთქვას უკრაინაში. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ არანაირი პროტესტი უკრაინელებში არ არის," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები