03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
"თბილისზე მზრუნველი ადამიანი" - ახალი ნომინაცია თბილისობაზე

2014 წელს პირველად თბილისობაზე  „თბილისზე მზრუნველი ადამიანი“ გამოვლინდება. ახალი ნომინაციის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა რამდენიმე წუთის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, თბილისობა 25-26 ოქტომბერს ჩატარდება და ის სახალხო დღესასწაული იქნება, რომელზეც სპეციალური ღონისძიებები ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის იქნება წარმოდგენილი. ნარმანიას განცხადებით, წლევანდელ თბილისობაზე ტრადიციულად დაჯილდოვდებიან საპატიო თბილისელებიც. 

მთავრობის სხდომის პარალელურად, თბილისის მერიასთან ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები