03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
სოსო რობაქიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირებს

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ტერაქტად აფასებს და აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის გამოძიების საქმეში იყო ახალი გარემოებები, რომლის მიხედვითაც კვალი მისი თქმით  „ცუდ ადგილას მიდიოდა“

„ის ნულოვანი ტოლერანტობა და რეპრესიები რა საქართველოში მოხდა, ამის შეფასება იწყებოდა“-განაცხადა რობაქიძემ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი განმარტავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. მისი თქმით არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და სხვა ცნობილი საქმეები გახსნილიყო.  

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი იწყება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები