03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
საქართველოს ცერნის ასოცირებული წევრობის შანსი აქვს

საქართველო შესაძლოა ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდეს. საკითხი საქართველოს განათლების მინისტრისა და ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შორის გამართულ მოლაპარაკებაზე განიხილეს.

შეხვედრა იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა. ცერნის გენერალურმა დირექტორმა და სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი.

ასევე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და ქვეყნის შესაძლებლობებს ადგილზე შეაფასებენ.

ასოცირებული წევრობა ქვეყანას საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, ხოლო ქართველი მეცნიერები საერთაშორისო მოღვაწეობის გაფართოებას შეძლებენ.

„საქართველოს აქვს სამეცნიერო პოტენციალი და მყარი საფუძველი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. თქვენი კერძო სექტორი მზად არის ითანამშრომლოს ცერნთან და თუ საქართველო ასოცირებულ წევრობაზე სწრაფად წარმოადგენს განაცხადს, მისი ცერნში გაწევრიანების შანსი ნამდვილად მაღალია,“ - განაცხადა ცერნის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა.

  

დღის ამბები