09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
გიუმრიში სამოქალაქო პანაშვიდზე სომხეთის პრემიერი ჩავიდა

სამოქალაქო პანაშვიდი გიუმრის ცენტრალურ ტაძარში მთელი ღამე მიმდინარეობდა. მოსახლეობა ტაძარში ავეტისიანების ოჯახის მე-7 წევრის, 6 თვის ბავშვის ხსოვნას მიაგებდა პატივს. იქ იმყოფეობდა ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჰოვიკ აბრაჰამიანი.

ქალაქში არეულობის თავიდან ასაცილებლად გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. რუსი სამხედროს მიერ მოკლულ ექვსი თვის ბავშვს, სერჟ ავეტისიანს დღეს მშობლების გვერდით დაკრძალავენ.

ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მკვლელობა სომხურმა მხარემ უნდა გამოიძიოს.

„ვერსიებზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის, ამაზე გამომძიებლებმა უნდა იზრუნონ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მკვლელი და ის დაპატიმრებულია. გვინდა, რომ ეს საქმე სომხურმა მხარემ გამოიძიოს და არა რუსულმა. ის უბრალოდ მკვლელი არაა, ის მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ. მან ხომ ბავშვზე აიღო ხელი,“ - განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა არტურ ავეტისიანმა „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი პერმიაკოვი ჯერ კიდევ რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება. საქმეს რუსული მხარე იძიებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები