17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა

31 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება. საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტი შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. 

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მაღალი დონის კონტაქტების დამყარება შეძლო. 

"მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა შეხვედრა მაიკ პენსთან და ამ შეხვედრის დროს ბატონი ვიცე პრეზიდენტი მე მოვიწვიე საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მოკლე პერიოდში დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა – 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები