03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითხოვენ

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით კვლავ საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითხოვს მესამე სექტორი. მათი შეფასებით, ამ ჯგუფმა ხელი უნდა შეუწყოს კონსულტაციების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ, პარლამენტს პასუხისმგელობით მოეკიდოს კანდიდატების განხილვას. მათი შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე პოლიტიკური ძალების გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ვფიქრობთ და ვუჭერთ მხარს ამ იდეას, ვინაიდან, შესაძლებელია ზუსტად ამ ჯგუფში მოხდეს რამდენიმე კანდიდატის შერჩევა, რომელიც შემდგომ წარედგინება პრეზიდენტს და მას შეეძლება შეარჩიოს სასურველი კანდიდატი,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ გვარამაძემ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელის, სოფო ვერძეულის აზრით კი მნიშვნელოვანია, რომ პროცესი პოლიტიკურად ნეიტრალურად წარიმართოს.

„ერთ-ერთი ინიციატივა იყო ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილიყო ერთგვარი საკონსულტაციო საბჭო და ამ ფორმატში დამუშავებული კანდიდატები, იდეები და ჩართულობა ყოფილიყო მაღალი,“ - განაცხადა ვერძეულმა.

დღის ამბები