16 ივნისი 2024,   04:00
ვრცლად
კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული რეალობა ცვლილებების მოლოდინს აჩენს - ფიქრია ჩიხრაძე

საარჩევნო სისტემასა და თვითმართველობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველებს ხვდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემურ საკითხებზე კონსულტაციებს პრეზიდენტის მრჩევლებთან მართავენ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, აცხადებს, რომ "ვენეციის კომისიის" პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დადგა იმის საჭიროება, რომ არსებული კონსტიტუციის პროექტი გადაიხედოს და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

„ის რეალობა, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "ვენეციის კომისიის" პრეზიდენტის განცხადებების შემდგომ, აჩენს ყველასთვის მოლოდინს იმისას, რომ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, რომელმა პროცესმაც აქამდე მოიყვანა ეს ცვლილებები და, ბუნებრივია, ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ვითარებაში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ დიალოგისთვის,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები