09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. გამომძიებლები ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, კითხავენ.

დღეს გიუმრიში 6 თვის სერჟ ავეტისიანი ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. ბავშვის ცხედარს სასაფლაომდე ათასობით ადამიანი აცილებდა.

პროცესიაში ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. დაკრძალვამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი გიუმრის მთავარ ტაძარში გაიმართა.

„ეს საშინელი ტრაგედიაა. მომხდარმა მთელი მსოფლიო შეძრა. ავეტისიანების ოჯახს მთელი სომხეთი გლოვობს,“ - აცხადებს გიუმრის მერი, სამველ ბალასანიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები