03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
„მათი მიზიანია ნებისმიერ ფასად მერიიდან გაყარონ თანამშრომლები," - აბესაძე

„ამ ადამიანებს აქვთ ერთადერთი კონკრეტული მიზანი - ნებისმიერ ფასად მერიიდან გაყარონ თანამშრომლები იმისათვის, რომ საკუთარი მეგობრები, ნათესავები და ქართული ოცნების აქტივისტები დაასაქმონ“, - ეს განცხადება "კურიერის" ჟურნალისტთან საუბრისას მერიასთან გამართული აქციის შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ გააკეთა.  

აბესაძის თქმით, ნარმანიას და მის სამთავრობო გუნდს მათი განცხადებების საწინააღმდეგოდ არუმენტები არ აქვთ.  

მერიასთან გამართულ აქციაზე კომენტარს აკეთებს აქციის კიდევე ერთი მონაწილე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის“ ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გურიისა და იმერეთის თვითმმართველობებიდან უკვე გათავისუფლებულია 737 ადამიანი, რაც დაახლოებით თანამშრომელთა 60-70 პროცენტს შეადგენს.

დღის ამბები