03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ავეტისიანების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი დღეს დაკრძალეს

სამგლოვიარო ცერემონია იყო დღეს გიუმრიში, სადაც ავეტესიანების ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი შვილი იმ ექვსი მოკლულის გვერდით დაკრძალეს, რომლებიც რუსმა ჯარისკაცმა ერთი კვირის წინ იმსხვერპლა.

ადგილობრივი მოსახლეობა გიუმრიში პრეზიდენტსაც ელოდა. თუმცა, სარქისიანი დაკრძალვაზე არ ჩასულა.

დაკრძალვისთვის ქალაქში ერევნიდან და სომხეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, გიუმრის მერი განცხადებებს უცხოური მედიისთვის პროტესტის ნიშნად რუსულ ენაზე აღარ აკეთებს.

ავესტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი პერმიაკოვი დღეს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა დაკითხეს. გამოძიების ეფექტური წარმოებისთვის რუსულმა და სომხურმა მხარეებმა სპეციალური საკოორდინაციო შტაბიც შექმნეს, რომელიც 10 ადამიანისგან დაკომპლექტდა.

შეთანხმების თანახმად, რუს ჯარისკაცს ჩადენილი დანაშაულისთვის სომხეთს ტერიტორიაზე რუსული კანონმდებლობით გაასამართლებენ.

ოფიციალური მოსკოვი პირობას სდებს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და პერმიაკოვი დაუსჯელი არ დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები