09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
უკრაინის კრიზისზე დიპლომატიური პროგრესი მიღწეულია

უკრაინის კრიზისზე დიპლომატიური პროგრესი მიღწეულია. უკრიანის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებენ, ცეცხლი შეწყვიტონ და მინსკის შეთანხმების შესაბამისად მძინე ტექნიკა სადემარკაციო ხაზის გარეთ გაიყვანონ.

ასეთი შედეგით დასრულდა წუხელ გვიან ღამით გერმანიაში გამართული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა.

მათ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ქვეყნის აღმოსავლეთში მსხვერპლის ზრდაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

მათი თქმით, ასტანაში ნორმანდიის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრამდე საჭიროა, მინსკის შეთანხმების პირობები განხორციელდეს.

გერმანიაში გამართული შეხვერდის შემდეგ პირველი კომენტარებიც გაკეთდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე და გადაწყვეტილება რეალურად შესრულდეს," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წამორმადგენელმა ვაშნგტონში ვიზიტისას, სადაც სახელმწიფო მდივანს შეხვდა, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე დასავლეთის გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული. 

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მინსკის შეთანხმების სრულ განხორციელებაზე. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, შეასრულებს თუ არა აღებულ ვალდებულებებს და ევროკავშირიც მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით," - აღნიშნა მოგერინიმ. 

ქვეყნის აღმოსავლეთში კი საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. თითქმითს ბოლომდე განადგურებულია დონეცკის აეროპორტი. ახალი ტერმინალი უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დატოვეს. 

დღის ამბები