09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
უკრაინის კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელა

უკრაინის კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, სამანტა პაუერი, რომელმაც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა საკუთარი სამშვიდობო გეგმა პეტრე პოროშენკოს გასულ კვირაში გააცნო, რომელიც ფაქტობრივად რუსეთს ათავისუფლებს მინსკის შეთანხმების ვალდებულებებისგან და სეპარატისტების მიტაცებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას აწესებს.

სამანტა პაუერმა ანალოგი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაავლო.

ტრადიციულად ვაშინგტონის მიმართ ბრალდებებით გამოვიდა რუსეთის მუდმივი წარმოამდენელი.

ვიტალი ჩურკინმა უკრაინაში დაძაბულობა "შეერთებული შტატების პროვოკაციად" შეაფასა.

საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინული მხარეც.

დღის ამბები