09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ვალერი პერმიაკოვს სომხეთში გაასამართლებენ

რუსმა ჯარისკაცმა, რომელმაც გასულ კვირას სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ყველა წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა, დანაშაული აღიარა.

აღიარების ფაქტს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს.

სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად უკვე გადაეცა სომხურ მხარეს. სასამართლო პროცესიც სომხეთში გაიმართება, რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

გიუმრის ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს სომხეთის პარლამენტის სახელმწიფო–სამართლებრივ საკითხთა კომისიაში მოსმენა გაიმართება. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს დეპუტატებს ქვეყნის მთავარი პროკურორი მიაწვდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები