09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
შეტაკებები დონეცკში - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო განცხადება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას აკეთებს. სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დონეცკის აეროპორტი, უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს აბსურდულად აფასებს.

სამინისტროში განმარტავენ რომ უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე რჩებიან აეროპორტში და პრორუსი სამხედროების იერიშებს იგერიებენ. 

პარალელურად კი რუსული საინფორმაციო საშუალებები, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დონეცკის აეროპორტს პრორუსი სამხედროები აკონტროლებენ. 

დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში კი შეტაკებები გრძელდება.

უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით არიან დაღუპულები ორივე მხარეს.

არსებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურ სტრუქტურებს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ, გარდაცვლილია 37 სამხედრო მოსამსახურე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები