09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდება? - ქვეყანაში უცხოურ ვალუტას აღარ ყიდიან

ამოქმედდება თუ არა უკრაინაში საომარი მდგომარეობა? ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილი უკვე ამ წინადადებაზე საუბრობს, მეორე თვლის, რომ ეს ქვეყანას დააზიანებს. დღეს კი უკრაინაში თითქმის ყველა ძირითადმა ბანკმა უცხოური ვალუტის გაყიდვა შეწყვიტა. 

რაც შეეხება დონეცკს, აქ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აეროპორტის ახალი ტერმინალი სრულად განადგურებულია. თუმცა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტაკებები, უკრაინელ და პრორუს სამხედროებს შორის გრძელდება.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით აქტიური შეტაკებებია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, სადაც რუსი სამხედროებს აქტიური იერიში მიაქვთ უკრაინელ სამხედროებზე. 

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ათასობით რუსი სამხედროა მობილიზებული. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები