13 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"მორიგი სკანდალი და სირცხვილი"- "ევროპული საქართველო" ევროსასამართლოს მიერ კანდიდატების დაწუნებას აფასებს

სტრასბურგის მოსამართლეობის დაწუნებულ კანდიდატებთან დაკავშირებით "ევროპულმა საქართველომ" პარტიის ოფისში პრესკონფერეცია გამართა. ოპოზიციის წევრები პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკისრებენ. 

"დღეს იუსტიციის მინისტრი შეეცადა, რომ საზოგადებისთვის წარმატებად გაესაღებინა მორიგი სკანდალი და სირცხვილი, რაც მან უკვე მეორედ მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მეორედ ხდება, რომ საქართველო ფორმალური კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც კი, ევროსასამართლოში აგზავნის შეუფერებელ კანდიდატებს," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ევროსასამართლოს მიერ სიის კიდევ ერთხელ დაწუნება, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია. 

"ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ახალ კონკურსს აცხადებს, რის ვალდებულებასაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს, რომ ქალბატონი წულუკიანი აღიარებს, რომ მთლიანი პროცესი, რაც წარმართა, არის დისკრედიტირებული," - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება", ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი საქართველოს ზიანს აყენებს. 

„ქართული ოცნება", ივანიშვილის გუნდი, წულუკიანი მრავალმხრივ ზიანს აყენებს საქართველოს. იმ სტრუქტურაში, რომელიც უნდა იყოს მთავარი გარანტი ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის, იმ თანამდებობაზე, რომელიც უნდა იყოს ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, ევროპის სასმართლოში საქართველოს სახე, ან წარადგენენ აბსოლუტურად არაკომპეტენტურ კანდიდატებს, ქაღალდზე უცოდინარს, CV რომ არ აქვს ისეთს, ან შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებულ, პოლიტიკურ მარიონეტებს ან ისეთებს, რომელიც ამ თვისებებს ერთმანეთში ასახიერებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები