ევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატად გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია შეარჩია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და საქართველოს მთავრობამ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნა. ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს სტრასბურგის ორგანოების წინაშე. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება," განმარტა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ 2 კანდიდატს, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, თუმცა, სტრასბურგის ორგანოების მიერ დაწესებული მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი არიან ახალგაზრდები და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ.