09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
უკრაინაში ვითარების ესკალაციაში პუტინი კიევს ადანაშაულებს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ესკალაციაში ვლადიმერ პუტინი კიევს ადანაშაულებს.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება იმის გამო გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მისი სამშვიდობო წინადადებები უპასუხოდ დატოვა.

მისივე თქმით, პეტრო პოროშენკოსადმი გაგზავნილ წერილში დემარკაციის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე იყო საუბარი, რაც ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლზე ვლადიმერ პუტინმა სრული პასუხისმგებლობაც უკრაინელ სამხედროებს დააკისრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები