03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
საქართველოში მიგრაციის ცენტრი გაიხსნა

თბილისში ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო დონის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გაიხსნა. შენობა ორსართულიანი და საქართველოში უკანონოდ მყოფი 80 პირისთვისაა გათვალისწინებული.

ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შენობაშია სასადილო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები, შექმნილია პირობები მოზარდთათვის.

ცენტრის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი დაესწრო. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკის კონკრეტული შედეგი. ჩვენ დავიწყეთ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც იყო ქაოსური და აბსოლუტურად გაუგებარი,” - აცხადებს ღარიბაშვილი. 

დღის ამბები