09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
საუდის არაბეთში მეფე აბდულას ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება

მსოფლიო ლიდერები საუდის არაბეთის დედაქალაქში იკრიბებიან. ისინი ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრებიან, რომელიც მეფე აბდულას ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება.

ერ რიადში ჩადიან დეივიდ კემერონი, ფრანსუა ოლანდი, ჯოზეფ ბაიდენი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, პეტრე პოროშენკო და მსოფლიოს სხვა ლიდერები.

რუსეთის დელეგაციას პრემიერ–მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, უხელმძღვანელებს.

რამდენიმეკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ მეფე აბდულა 90 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ტახტი კი მისმა ძმამ, 79 წლის სალმანმა, ჩაიბარა.

დღის ამბები