06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე რთულ ფაზაშია - იენს სტოლტენბერგი

ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე რთულ ფაზაშია. განცხადება ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. ტელეკომპოანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა რუსეთი ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიციზიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ენს სტოლტენბერგის თქმით, "ძლიერი და პროგნოზირებადი ნატოს შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი ვაწარმოოთ და მეორე ცივი ომის თავიდან აცილება ვცადოთ".

"იმის მიზეზი, რომ რუსეთთან პრობლემები გვაქვს, კრემლის ქმედებებია. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, დაიკავა სხვა ქვეყნის ტერიტორია - ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინაში აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და რეგიონის დესტაბილიზაციას რუსული სამხედრო ძალების გამოყენებით და სეპარატისტების მხარდაჭერით. სწორედ ამიტომ მოხდა ურთიერთობების გაუარესება დასავლეთის ქვეყნებს, ნატოსა და რუსეთს შორის. სწორედ ამიტომ პასუხობს ნატო მოსკოვს ძალების გაზრდით, ხოლო შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები სანქციების დაწესებით," - აღნიშნა სტოტენბერგმა. 

დღის ამბები