06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
დუბაიში მსოფლიოში ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენს, Torch Tower-ს ცეცხლი გაუჩნდა

ძლიერი ხანძარი დუბაიში. ცეცხლი მსოფლიოში ერთ-ერთ უმაღლეს ცათამბჯენს, Torch Tower-ს გამთენიისას გაუჩნდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურების ცნობით, 79 სართულიანი შენობიდან ხალხის ევაკუაცია დროულად მოხდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. მსგავსი შემთხვევა დუბაიში 2 წლის წინაც მოხდა. მაშინ ძლიერი ხანძრის გამო Torch Tower-დან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები