09 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
კახა კალაძე სააკაშვილის ფორმა N100-ზე: საარჩევნოდ ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს

"მიხეილ სააკაშვილის "ქეისი" მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ.

მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება, თუმცა საბოლოოდ, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს.

"ზოგადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული "ქეისი“ ყალბია. გვახსოვს, როგორი კამპანია მიმდინარეობდა - რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, მოწოდებებს. რეზოლუციებიც კი აქვთ მიღებული, გამოუშვით ციხიდან, მისი მდგომარეობა მძიმეაო. დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ. იქნება მსგავსი განცხადებები და შემოტევები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აუცილებლად მშვიდობა გაიმარჯვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები