17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
”ვეღარ გააყალბებ” - "ნაციონალური მოძრაობა" ახალ კამპანიას იწყებს 

თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად "ნაციონალურმა მოძრაობამ" სპეციალური შტაბი შექმნა. გაყალბების საწინააღმდეგო შტაბმა მუშაობა დღეს დაიწყო. პირველივე თათბირზე არჩევნების გაყალბების ყველა იმ შესაძლო საშუალებაზე იმსჯელეს, რასაც მათი თქმით ხელისუფლება გამოიყენებს. ”ვეღარ გააყალბებ” ნაციონალური მოძრაობა ამ კამპანიაში ჩართვას ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალ კამპანიას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი დადებითად აფასებს, თუმცა სხვა პარტიასთან ერთად კამპანიაში ჩართვას არ აპირებენ, ამბობენ რომ საკუთარ ხმებს თავად დაიცავენ.

გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის შექმნას დადებითად აფასებენ მმართველ პარტიაშიც. გია ვოლსკი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება სწორედ ხელისუფლების ინტერესია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ოქტომბერში გაიმართება. არჩევნებს ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

დღის ამბები