17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დროშებია დაშვებული

ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დროშებია დაშვებული. თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის, მდინარ ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გლოვაა გამოცხადებული კიდევ 2 ბაზაზე - ჰამიდ კარზაის და მაზარი შარიფის ბაზებზე.

თავდასხმა ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო პატრულირებისას მოხდა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 3 მოსამსახურე დაშავდა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ. თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი ტერაქტის შედეგად 25 წლის გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

სამძიმრის წერილები გაავრცელეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, მისმა მოადგილემ, ასევე ნატოს პროგრამის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მეთაურმა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე მწუხარება გამოხატა ჯეიმს აპატურაიმაც.

ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტი მდინარ ბებიაშილი 32-ე ქართველი სამხედროა, რომელიც ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილოების დროს დაიღუპა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები