17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
აშშ-მ გაეროს, „პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, პირველი ოფიციალური შეტყობინება გადასცა

შეერთებულმა შტატებმა გაეროს, „პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, პირველი ოფიციალური შეტყობინება გადასცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვაშინგტონი მოლაპარაკებებს განაგრძობს და პირობების გადახედვის შემთხვევაში, მზადაა, შეთანხმებას დაუბრუნდეს.

უწყების განმარტებით, შეერთებული შტატები კლიმატის პოლიტიკისადმი დაბალანსებულ მიდგომას უჭერს მხარს.

2015 წლის პარიზის შეთანხმებიდან გასვლის სურვილის შესახებ დონალდ ტრამპმა ივნისში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტის ამჟამინდელი რედაქცია ყველასთვის ხელსაყრელია, გარდა შეერთებული შტატებისა.

დღის ამბები