06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ტროპიკულმა შტორმმა "ნორუმ" იაპონიის ცენტრალურ რეგიონებს გადაუარა

ტროპიკულმა შტორმმა "ნორუმ" იაპონიის ცენტრალურ რეგიონებს გადაუარა. კუნძულ სიკოკუდან ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო კი 200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

მსხვერპლი ამჯერად არ არის. შტორმი რეგიონის თავზე ორი კვირის წინ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ის ძლიერი იყო, თუმცა ვიდრე იაპონიას მიაღწევდა, ძალა დაკარგა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქია მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

დღის ამბები