06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
"პუსი რაიოთის" აქცია პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ - აქციის ორი მონაწილე დააკავეს

"პუსი რაიოთის" წევრები საპროტესტო აქციის მოწყობისთვის კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდნენ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე გოგონათა ჯგუფის ორი წევრი ამჯერად ციმბირში დააპატიმრეს.

ისინი უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ, რომელიც ზუსტად იმ ციხესთან ახლოს გაიმართა, სადაც სენცოვი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ტერაქტების მოწყობის ორგანიზების ბრალდებით, 20 წლიან სასჯელს იხდის.

პუსი რაიოთის” წევრები აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს, თუმცა პოლიციამ ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები