06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ჩინეთის დასავლეთ რეგიონებში მიწისძვრა განმეორდა - დაშავებულია 32 ადამიანი

ჩინეთის დასავლეთ რეგიონებში მიწისძვრა განმეორდა. ბიძგების სიმძლავრე ამჯერად 6.6 მეათედი მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ყახაზეთის საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით იყო.

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში გუშინაც მოხდა. 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 250-ს აღწევს. დაღუპულთა შორის 6 ტურისტია.

სტიქიის ზონიდან 45 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები