06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
საფრანგეთში პოლიციამ სამხედროებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ბეზონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციამ სამხედროების ჯგუფზე თავდასხმაში ეჭვმიტანილისა და მისი სავარაუდო თანამონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ამ დრომდე უცნობია გამოძიების დეტალები.

თავდასხმა პარიზის გარეუბანში გუშინ მოხდა. 36 წლის მამაკაცი, მანქანით ყაზარმიდან გამოსულ ჯარისკაცებს დაეჯახა. შედეგად 6 სამხედრო დაშავდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ 4 საათიანი ძებნის შემდეგ დააკავა. სამართალდამცველთა ვერსიით, თავდასხმა დაგეგმილი იყო.

დღის ამბები