06 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თეთრ სახლს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თეთრ სახლს, პენტაგონს, ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სადამკვირვებლო ფრენა "ღია ცის" შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. თვითმფრინავის მარშრუტი სრულად იყო შეთანხმებული შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან და ბორტზე ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

დღის ამბები