06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
რუსული წყალქვეშა ნავი სირიიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დაბრუნდა

რუსულმა წყალქვეშა ნავმა სირიის სანაპიროსთან მისია დაასრულა და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დაბრუნდა. ახალი წყალქვეშა ნავი "კრასნოდარი" სევასტოპოლის პორტში, ზღვაში 4 თვიანი სვლის შემდეგ შევიდა.

ხომალდს პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური და ადგილობრივები დახვდნენ. "კრასნოდარი" მეოთხე ახალი წყალქვეშა ნავია, რომელიც ანექსირებულ ნახევარკუნძულზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შეუერთდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის, სხვა სამხედრო ხომალდებთან ერთად, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებდა.

დღის ამბები