06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
"ბრალდებები ფულზე და ქართველებზე, რაც დრო გადის, უფრო ფარსი ხდება" - სერგეი უდალცოვი

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სერგეი უდალცოვი შემოდგომიდან საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. უდალცოვმა ილაპარაკა სამომავლო გეგმებზე და რუსეთში 2011-2012 წლებში გამართული აქციებიც შეაფასა.

მან ახსენა HTB-ს მიერ მომზადებული ფილმი, სადაც ნაჩვენები იყო ფარული კადრები. რუსეთის უშიშროების სამსახური მაშინ ირწმუნებოდა, რომ სერგეი უდალცოვი გივი თარგამაძის დავალებით რუსეთში არეულობის პროვოცირებას გეგმავდა. რუსი ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციის კონსოლიდირებისთვის. მთელ ჩემს ძალებს ამისკენ მივმართავ. ვერ გამტეხეს და არ შემიცვლია არც ჩემი შეხედულებები, საკუთარი თავის და თქვენს წინაშეც პატიოსან ადამიანად ვრჩები. ბრალდებები ფულზე და ქართველებზე, რაც დრო გადის, უფრო ფარსი ხდება, თარგამაძეს დღემდე ეძებენ, ეს ხომ სასაცილოა. შეიძლება ეძებონ 10, 20, 30 წელი. ეს იყო სპექტაკლი, რომელიც გაითამაშეს და ვიცოდი, რომ სიტუაციის მძევალი ვიყავი. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხარდამჭერთა ნაწილი მაშინდელი ოპოზიციიდან კმაყოფილიც დარჩა, რადგან პოლიტიკური სივრციდან ხელისუფლებამ მათი კონკურენტის იზოლირება მოახდინა,“ - განაცხადა რუსეთის ”მემარცხენე ფრონტის” ლიდერმა სერგეი უდალცოვმა

დღის ამბები