06 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. რენატ ბაკიევი, სავარაუდოდ, დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” წევრია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, ინჯირლიკის ავიაბაზაზე, ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის განადგურებას გეგმავდა.

ამ მიზნით მას ველოსიპედი ჰქონდა ნაქირავები და ბაზის მიმდებარე ტერიტორიას სწავლობდა.

ეჭვმიტანილი თურქეთის ტერიტორიაზე წარსულშიც დააკავეს. ის კილისის რეგიონში უკანონოდ მოხვედრას ცდილობდა, თუმცა სირიის საზღვართან დააკავეს და დეპორტაცია მოახდინეს.

დღის ამბები