06 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ტრამპის მორიგი გაფრთხილება ფხენიანს და სარაკეტო იერიშის დაწყების საფრთხე

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო იერიშის დაწყების შემთხვევაში, პენტაგონი იაპონიასა და სამხრეთ კორეის ბაზებზე დისლოცირებულ სამხედრო ტექნიკას გამოიყენებს. პრევენციის გეგმა ვაშინგტონს უკვე მზად აქვს, თუმცა დაპირისპირების მოგვარებას ამ ეტაპზე დიპლომატიური გზით ცდილობს და დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას მორიგ გამაფრთხილებელ გზავნილს უგზავნის.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას ნებისმიერი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო, სერიოზული ნერვიულობა მოუწევს.

დონალდ ტრამპის გაფრთხილებას ფხენიანში არასერიოზულს უწოდებენ. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან დიალოგის წარმოება შეუძლებელია და მის მიერ გაკეთებული კომენტარები მხოლოდ სამხედროების გაღიზიანებას იწვევს.

ჩრდილოეთ კორეა გუამის კუნძულს სარაკეტო იერიშით ემუქრება, კუნძულზე ამერიკული ბაზა მდებარეობს. გუამზე არსებული ამერიკული ავიაბაზის გარდა, სამხედროები მობილიზებული არიან კორეისა და იაპონიის ბაზებზეც. რეგიონში კი მოიერიშე თვითმფრინავების გარდა, დისლოცირებულია მართვადი რაკეტებით აღჭურვილი 10 ამერიკული ხომალდი.

ამავე თემაზე
დღის ამბები