09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
პოროშენკო რუსეთს სანქციებს უწესებს

მარიუპოლის სარაკეტო იერიშების შემდეგ კიევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ პეტრე პოროენკო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა, მანამდე კი ინიციატივა უშიშროების საბჭოსთან შეთანხმდა.

ხვალ უმაღლესი რადა დონბასში განვითარებული მოვლენების განხილვას გეგმავს. ქვეყნის დასავლეთში კი ორმხრივი სროლა ისევ არ წყდება.

ეუთოს მონიტორინგის მისია კი ადასტურებს, რომ სარაკეტო იერიშები მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

მარიუპოლში დაღუპულებს გუშინ კიევის ცენტრში მიაგეს პატივი. ცნობილი ხდება, რომ კიევი, კონტრტერორისტული ოპერაციის გაძლიერების მიზნით, დონბასში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციას ქმნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები