09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ობამა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს

ბარაკ ობამა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას აპირებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მარიუპოლში პრორუსი სეპარატისტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ განცხადება ინდოეთში ვიზიტისას გააკეთა.

„ეფექტური საშუალება არ იქნება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ უკრაინის დახმარება საკუთარი ტერიტორიების კონტროლისთვის. ეს წარმოადგენს ეკონომიკური ზეწოლისა და დიპლომატიური იზოლაციის კომბინაციას. თუ ბატონი პუტინი და რუსეთი განაგრძობენ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას, ეს იქნება ის გზა, რომელიც ცუდია არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსი ხალხისთვისაც,” - განაცხადა ობამამ.

ობამას ადმინისტრაციას სანქციების დამატება მოითხოვეს შეერთებული შტატების რიგითმა მოქალაქეებმაც. უკრაინის მხარდამჭერი აქცია ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გაიმართა. ასობით ადამიანი უკრაინის თავისუფლების აქტის ამოქმედებას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ორივე პალატაში გავიდა და მას შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი, მისი პირობები ჯერ არ შესრულებულა.

 

დღის ამბები