06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ბურკინა ფასოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ბურკინა ფასოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

შეიარაღებული პირები დედაქალაქ უაგა-დუგუს ცენტრში მდებარე თურქულ რესტორანში შეიჭრნენ და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 10-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.

საპასუხო სროლის დროს სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელის მოკვლა შეძლეს. ძალოვანები ამ დროისთვის მიმდებარე შენობებს ამოწმებენ.

გამოძიების ვარაუდით, თავდასხმა რეგიონში მოქმედმა ალ-ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ მოაწყო.

დღის ამბები