06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
პორტუგალიაში ხანძრის 250 კერაა - მაშველები სტიქიის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს უშედეგოდ ებრძვიან. სტიქიის ლოკალიზებაში ადგილობრივ მაშველებს უკვე ესპანელი კოლეგები ეხმარებიან. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 250-ზე მეტი კერაა აღმოჩენილი, რაც წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვარაუდობენ, რომ გაუსაძლისი სიცხის გამო, სტიქია მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ ზაფხულს, პორტუგალიაში ტყის ხანძრების შედეგად 140 ათასზე მეტი ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა.

დღის ამბები